GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია მორიგ სტუდენტურ კონფერენციებს უმასპინძლებს

2021 წლის 16 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სტუდენტური კონფერენციები ბაკალავრიატის მიმართულებების მიხედვით:

მენეჯმენტის მიმართულება – ,,მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები”

ინფორმატიკის მიმართულება – ,,ადამიანები და ჭკვიანი პროგრამები – ხელოვნური ინტელექტი”

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება – ,,თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია, 2021 წლის უსაფრთხოების გამოწვევები”.

კონფერენციებში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 ნოემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ეროვნული თავდავის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
EDU.ARIS.GE =განათლება=