ერთ სემესტრში 1000 და 1500-ლარიანი სტიპენდია სტუდენტებისთვის – რას ითვალისწინებს ბათუმის ბიუჯეტი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებთ, ბათუმის მუნიციპალიტეტი 2024 წლის ბიუჯეტიდან წარმატებულ სტუდენტებზე სტიპენდიებს გასცემს.
12 აგვისტოს გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ქვეპროგრამა – სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს:
1. ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის – ღონისძიების ფარგლებში სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს – საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და 2023 – 2024 სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, საკონკურსო – საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის მიხედვით, მიღებული აქვს დადებითი შეფასება:
- პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ‐ 81 ქულა და მეტი;
- სხვა დანაჩენ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ‐ 91 ქულა და მეტი.
ქვეპროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია გაიცემა სემესტრში 50 წარმატებულ სტუდენტზე. მათ შორის:
- პრიორიტეტული მიმართულებით – 40 სტიპენდიანტი;
- სხვა მიმართულებით – 10 სტიპენდიანტი.
თუ სემესტრში ვერ გამოვლინდა საუკეთესო შედეგების მქონე 40 სტიპენდიანტი პრიორიტეტულ მიმართულებების მიხედვით, მაშინ დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, დებულებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მოხდება, სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე/მიმართულებებზე ჩარიცხულ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა შერჩევა.
ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის ოდენობა ერთ სემესტრში შეადგენს 1 000 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პირობები – განცხადების მიღების ვადები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, პრიორიტეტული მიმართულებები, შეფასების კრიტერიუმები, გამარჯვებულის გამოვლენა, სტიპენდიების გაცემის ვადები და სხვა დამატებითი პირობები, განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით.
2. ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის -სტიპენდიანტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, საზღვარგარეთ – ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის, ავსტრალიისა და იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანამანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის, ასევე, განაცხადის შემოტანის მომენტისათვის, რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და 2023 – 2024 სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, საკონკურსო – საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის მიხედვით მიღებული აქვს დადებითი შეფასება: GPA (კარგი//მაღალი//ფრიადი//უმაღლესი).“ .
სტიპენდია სემესტრში გაიცემა 10 სტიპენდიატზე. სტიპენდიის ოდენობა (თითოეულ სტიპენდიანტზე) შეადგენს 1500 ლარს (სემესტრში), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პირობები – განცხადების მიღების ვადები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, შეფასების კრიტერიუმები, გამარჯვებულის გამოვლენა, სტიპენდიების გაცემის ვადები და სხვა დეტალები, განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – იხილეთ დადგენილება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება