ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს! -94-ე საჯარო სკოლის გამამხნევებელი ვიდეო
საქართველოს და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დღეს, 26 მარტს, დინამო არენაზე 21:00 საათს უნდა დაიწყოს. თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩის მოგებას შეძლებს, საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
ეროვნული ნაკრების გამარჯვებას განსაკუთრებული ემოციით მოსწავლეები ელიან. ამის საილუსტრაციოდ თბილისის 94-ე საჯარო სკოლა ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს როგორი მონდომებით ამხნევებენ დროშებითა და ეროვნული ნაკრების მაისურით გამოწყობილი მოსწავლეები ჩვენი გუნდის მოთამაშეებს.
იხილეთ: ვიდეო
საყოველთაო ვნებათაღელვის ფონზე, შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრებიდან პირველი გოლი ბერძნებს 1999 წლის 5 ივნისს თემურ ქეცბაიამ გაუტანა.
როგორ ფიქრობთ, დღეს ვინ გაუტანს გოლს საბერძნეთს?
-
„მნიშვნელოვანია საკითხი – როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე“
by განათლებული ბლოგი
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება