GE

„ერთადერთი შესაძლებლობა, მშობლებმა აიცილონ ბავშვების ინფიცირება, არის ვაქცინაცია“ – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხდებით, ბავშვების ინფექციისგან დაცვის ერთადერთი გზა უფროსების ვაქცინაციაა.

ამ თემაზე ივანე ჩხაიძემ 15 ივლისს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ინფექციის გავრცელების ძირითადი წყარო სწორედ ოჯახური კონტაქტებია, რაც ე.წ. ინდური შტამის შემთხვევაში გარდაუვალ ინფიცირებას ნიშნავს.

„დიდი არჩვენი ბავშვების ინფექციისგან დასაცავად სამწუხაროდ არა გვაქვს. ბავშვებში შეზღუდული გვაქვს ნიღბის გამოყენება, ბავშვებს დისტანციის დაცვას ვერ მოთხოვ. ერთადერთი შესაძლებლობა მშობლებმა აიცილონ ბავშვების ინფიცირება, არის ვაქცინაცია. ის კონტაქტები, რომელიც დღეს არსებობს, საყოფაცხოვრებო კონტაქტები, არის ძირითადი წყარო ინფექციის გავრცელების. ეს არ არის საბავშვო ბაღში, ან სკოლაში მიღებული ინფექცია, ეს არის ინფექცია მიღებული ოჯახის წევრებისაგან. ამიტომ ის რაც უნდა გააკეთოს ყველა მშობელმა, რომ დაიცვას მისი შვილის და შვილიშვილის ჯანმრთელობა, თავიდან აიცილოს ინფიცირება , ეს არის ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არის სწორედ არავაქცინირებულთა ოჯახებიდან. საყოფაცხოვრებო კონტაქტი კი ინდური შტამის შემთხვევასი 100 პროცენტიან ინფიცირებას ნიშნავს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური