ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო
2025 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში (საჯარო სკოლების შენობები) მიმდინარეობს. ზუსტად 09:00 საათზე კი გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერას დაიწყებენ, რომელიც დღეს ორ სესიად ჩატარდება (დილასა და შუადღეს) და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორ უნდა მივიდეთ ჩვენს საგამოცდო ცენტრთან – 2025 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
2025 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა მონაწილისათვის
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2024
რაც შეეხება ზაფხულის გამოცდებში მონაწილე აპლიკანტების საერთო რაოდენობას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად წელს 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან 39 000-ზე მეტი აბიტურიენტია; 2 400-ზე მეტი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილე, 10 000-ზე მეტი საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველი. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს გამოცდების თითოეულ მონაწილეს და ეცდება, ყოველდღიურად მოგაწოდოთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„ვფიქრობდით, კერძო უნივერსიტეტი აგვერჩია და ახლა ამ საკითხზეც გაურკვევლობაში ვართ“ – აბიტურიენტის მშობელი გორიდან
by ARIS.GE-განათლება
-
დაბრუნდა ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც 2025 წლის საგამოცდო საკითხებიდან იყო ამოღებული და დაემატა ერთი ავტორი – ცვლილებები ქართულის პროგრამაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება