„ეს არ არის ერთჯერადად გადასაწყვეტი საკითხი“ – პარლამენტის თავმჯდომარე სკოლებში უფასო კვებაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სკოლებში სასკოლო კვების საკითხი სისტემურად მოსაგვარებელი თემაა და ამაზე განათლების სამინისტრო მუშაობს, “ეძებს, თუ რა სისტემით შეიძლება გადაწყდეს აღნიშნული გამოწვევა”.
ამის შესახებ მან დღეს, 15 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი გამოყო.
“უფასო კვებას რაც შეეხება, ამ საკითხზე, როდესაც მე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, მაშინვე გვქონდა ამ საკითხზე განხილვები. იცით, რომ სხვადასხვა კვლევები დამუშავდა ამ თემაზე განათლების სამინისტროში, მათ შორის განათლების მინისტრი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უყურებს. ეს არ არის ერთჯერადად გადასაწყვეტი საკითხი და ამას შწირდება სისტემურად გადაწყვეტა. მათ შორის პრობლემები არის სასადილოების ინფრასტრუქტურა სკოლებში, რომელოიც არ არსებობს. კვებით უზრუნველყოფას ასევე თან მიჰყვება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არამხოლოდ იმით, რომ კალორიები მიაწოდოს სკოლის მოსწავლეს, არამედ ასევე უსაფრთხო იყოს ეს კვება. ხოლო უსაფრთხო კვებას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომ, სახელმწიფომ იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, ინფრასტრუქტურის შესაბამისი მომზადებაც სჭირდება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო კვების პროექტის ამუშავებაზე საუბარი რამდენიმე წელია, რაც დაიწყო.
ამავე თემაზე:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება