ესეების კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის – „ჰაერის გზავნილი ადამიანებს“
თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი თემაზე: „ჰაერის გზავნილი ადამიანებს“ გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს.
კონკურსის ვადები:
24 თებერვალი – 15 მარტი
პრიზები:
კონკურსის 10 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება სასაჩუქრე ვაუჩერებით:
I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 400 ლარი
III ადგილი – 300 ლარი
დანარჩენი 7 მონაწილე – 200 ლარი.
კონკურსის მიზანი:
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განმარტავს, კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სუფთა ჰაერის მნიშვნელობის გააზრება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
მონაწილეობის პირობები
როგორი უნდა იყოს ესეს შინაარსი:
ნამუშევარში ავტორმა უნდა წარმოადგინოს ჰაერი როგორც „მოსაუბრე“ და მის სახელით გადმოსცეს გზავნილი ადამიანებისთვის.
ესეში სასურველია აისახოს: რას ნიშნავს ჰაერი ადამიანის ცხოვრებისა და ჯანმრთელობისთვის; რა საფრთხეებს უქმნის ჰაერს ადამიანის საქმიანობა; როგორ მოქმედებს დაბინძურება გარემოსა და საზოგადოებაზე; რა გზავნილს გაუგზავნიდა ჰაერი ადამიანებს ცვლილებისა და პასუხისმგებლობის შესახებ;
ნამუშევრის ფორმატი:
ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფაილის სახით;
შრიფტი: Sylfaen; ზომა: 11; ინტერვალი: 1.15;
მოცულობა: 300–800 სიტყვა (დაახლოებით 1–3 გვერდი);
ნაშრომში მითითებული უნდა იყოს:
- ავტორის სახელი და გვარი
- ასაკი და კლასი
- სკოლის დასახელება
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოება:
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2026 წლის 3 აპრილს (ადგილი და დრო დამატებით ეცნობებათ მონაწილეებს).
ნამუშევრები უნდა გაგზავნოთ მისამართზე: info@eiec.gov.ge
-
ხშირად დასმული კითხვები პირველ კლასში რეგისტრაციისთვის და ყველა პასუხი/რჩევები მშობლებს EMIS-ისგან
by მოსწავლის მშობელს
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება