ესეების კონკურსი XI და XII კლასელებისთვის ალტე უნივერსიტეტისგან – “დემოკრატიული სახელმწიფო”
ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და აბიტურიენტების კლუბი აცხადებს ესეების კონკურსს XI და XII კლასელებისთვის თემაზე – “დემოკრატიული სახელმწიფო”.
დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპს თავისუფლება წარმოადგენს, რაც განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.
- ნაშრომის მოცულობა : 350 -500 სიტყვა
- ფორმატი: Word, Sylfaen
- შრიფტის ზომა: 12
- ნაშრომს აუცილებლად უნდა მიუთითო შენი სახელი და გვარი, საკონტაქტო ნომერი, სკოლა, კლასი და სათაური
- ესეები მიიღება მეილზე: Schools@alte.edu.ge , 20 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსის დასრულების შემდეგ, გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელთაც ალტე უნივერსიტეტი დაასაჩუქრებს:
II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები.
I ადგილზე გასული მოსწავლე კარიერული განვითარების ბანაკის საგზურით დასაჩუქრდება, მის სკოლას კი ალტე უნვიერსიტეტისგან ლიტერატურა გადაეცემა.
კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე მიიღებს სერტიფიკატს.
გისურვებთ წარმატებებს!
- სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროგრამები, ადგილები და ფასები by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი