„ევროატლანტიკური ურთიერთობები და თანამედროვე გამოწვევები“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება
3 მარტს, 15:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და თეოლოგიის ფაკულტეტების ორგანიზებით, საჯარო ლექცია, თემაზე – „ევროატლანტიკური ურთიერთობები და თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართება.
ლექციას საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტი, ბუბა ბაღდავაძე და ამერიკისმცოდნე, გიორგი ლაბაძე გაუძღვებიან.
შეხვედრაზე განიხილება თემები:
- ეკონომიკური თანამშრომლობა;
- სატარიფო ზომები;
- ამერიკა-ევროპის სავაჭრო ბალანსი;
- ენერგოპოლიტიკა;
- უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა;
- ღირებულებითი თანხვედრა და გამოწვევები;
- ქრისტიანობა, როგორც ცივილიზაციური ფუნდამენტი;
- დემოგრაფიული პრობლემები;
- საქართველოს ადგილი ევროატლანტიკური თანამშრომლობის ახალ კონცეფციაში.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
-
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი, მეორე და მესამე წიგნების კანონპროექტი“ – საბაუნიში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი