GE

„ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა“ და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა – BAU თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

24 თებერვალს, „ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა“ და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა – BAU ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ რექტორმა, გოჩა თუთბერიძემ და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ირინე იმერლიშვილმა.

მხარეების ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებასა და საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას. ამ მიზნიდან გამომდინარე, მემორანდუმი ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებზე მუშაობას, საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას, პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტებისთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური