„ევროპის უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე
„ევროპის უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე.
საბუთების მიღება 14 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე (მისამართი: გურამიშვილის გამზირი 76) ოთახი №103, ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი).
„ევროპის უნივერსიტეტში“ საბუთების მიღება განხორციელდება შემდეგ პროგრამებზე:
- მენეჯმენტის სამაგისტრო საგნმანათლებლო პროგრამა (მისაღები ადგილების რაოდენობა 15, სწავლის საფასური 2500 ლარი);
- განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა (მისაღები ადგილების რაოდენობა 15, სწავლის საფასური 3000 ლარი).
სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
- საერთო სამაგისტრო გამოცდა
- ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS exam – 5.5, BEC exam and CELS exam – Vantage, Cambridge exam – FCE, TOEIC – 785, TOEFL iBT – 72, TOEFL ITP – 543, EnglishScore – 400)
- გასაუბრება სპეციალობაში
მენეჯმენტის სამაგისტრო საგნმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის კრიტერიუმები და შეფასების სქემა.
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის კრიტერიუმები და შეფასების სქემა.
ინგლისური ენის გამოცდის კრიტერიუმები და შეფასების სქემა.
გამოცდები ჩატარდება ორ ნაკადად:
- გარე მობილობით “ევროპის უნივერსიტეტში” მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა ცნობილია by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები იტალიაში “ერასმუს+” შერეულ-ინტენსიურ პროგრამას გაივლიან by ევროპის უნივერსიტეტი
- სტომატოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში“ ვორქშოპების სერია გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი