GE

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები საფრანგეთში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგებში, მიმდინარე აკადემიური წლიდან “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობებისსაბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა გახდა შესაძლებელი.

აღნიშნული შესაძლებლობების ფარგლებში, პირველი სტიპენდიანტები “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მეორე და მეოთხე სემესტრის სტუდენტები – ნინო დვალიძე და ბექა გელდიაშვილი არიან.

ისინი 2-2 თვის განმავლობაში ლიონში (საფრანგეთი), IGC ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში გაივლიან სტაჟირებას. მგზავრობის ხარჯები ევროკომისიის მიერ ანაზღაურდება და სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები
მიიღებენ აგრეთვე ყოველთვიურ სტიპენდიას ერასმუს+ სტანდარტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ სტაჟირება “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სასწავლო გეგმის კომპონენტად განიხილება და შესაბამისად, საფრანგეთში ნამუშევარი საათების კრედიტებად აღიარება უზრუნველყოფილია.

აღნიშნული უზრუნველყოფს სწავლის პროცესის უწყვეტობას და
საზღვარგარეთ სტაჟირებას სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვან მექანიზმად აქცევს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური