„ფიზიკაში აბიტურიენტების ჩაჭრის მაჩვენებელი ყოველწლიურად 50%-ის ფარგლებში მერყეობს“
დღეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდა ჩააბარეს. აღნიშნული საგანი 502-მა აბიტურიენტმა აირჩია, თუმცა საგამოცდო დღეს 18 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა. ფიზიკა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი არჩევითი საგანია აბიტურიენტებში და აპლიკანტთა სიმცირის გათვალისწინებით, მას მხოლოდ ერთი სესია დაეთმო.
გამოცდის დასრულების შემდეგ Aris.ge-განათლებას ფიზიკის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი ჩეჩელაშვილი ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, საგამოცდო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. გამოცდაზე გამოყენებული ტესტები დღეს საღამოს, ან ხვალ გამოქვეყნდება. რაც შეეხება აბიტურიენტების ნაშრომების გასწორების პროცესს, ის 18 ივლისიდან დაიწყება და შედეგები სხვა გამოცდების შედეგებთან ერთად, აგვისტოს თვეში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
„ყოველწლიურად ვცდილობთ, არ გავართულოთ ტესტები და წელსაც აბიტურიენტებს საშუალო სირთულის ტესტი შევთავაზეთ. თუ ბავშვმა იცის ფიზიკა, ყველა დავალებას აკეთებს, თუ არ იცის, შესაბამისად ყველა საკითხი უჭირს. რაც შეეხება ჩაჭრის მაჩვენებელს, ყოველწლიურად, ეს მაჩვენებელი 50%-ის ფარგლებში მერყეობს, ხან ცოტათი მეტია, ხან ნაკლები. ვნახოთ, წელს რა შედეგები იქნება“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
Aris.ge- განათლების კითხვას, რა განაპირობებს ფიზიკის ნაკლებმოთხოვნადობას მისაღებ გამოცდებზე – „ცუდად სწავლობენ, თუ ცუდად ასწავლიან“, საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა ასეთი პასუხი გასცა:
„უფრო მეორე, ცუდად ასწავლიან. სამწუხაროდ, ფიზიკაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს“,- განმარტა ჩეჩელაშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები კიდევ ხუთ არჩევით საგანში ჩატარდება, ესენია: ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, სახვითი და გამმოყენებითი ხელოვნება და ქიმია.
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება