ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტების 10%-ზე მეტი არ გამოცხადდა – ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება.
22 ივლისს აბიტურიენტები ბოლო გამოცდას ფიზიკაში აბარებენ, რომელიც ერთ სესიად მიმდინარეობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებულთა 89%-ზე მეტი გამოცხადდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგვისტოში დაიწყებს.
პარალელურად, გრძელდება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები და 23-24 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩატარდეს. საერთო სამაგისტრო გამოცდა 23 ივლისს წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 24 ივლისს – ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.
დღეს გამოცდა მიმდინარეობს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში (წერითი ნაწილი). გამოცდაზე 73%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ტესტირების ჩატარების განრიგი დადგინდა – ტესტების ნიმუშები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მეორადი ჩარიცხვები დღეს მეორედ გამოცხადდა – „აბიტურიენტის ცნობარი 2026-ის“ მესამე ვარიანტი დაიდო
by აბიტურიენტებისათვის
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის