FLASK პითონის პროგრამირების კურსი მოსწავლეებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი 15-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას FLASK პითონის გაძლიერებულ კურსზე, რომელიც წარიმართება ინგლისურ ენაზე.
მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს, გადაეცემათ სერტიფიკატი.
Flask Web Apps კურსზე ისწავლით:
რა არის ვებაპლიკაცია;
როგორ უნდა შექმნათ ბაზისური, მაგრამ ფუნქციონალური ვებაპლიკაცია;
HTLM-ის & CSS-ის საფუძვლებს;
User Interface (UI) შესავალს.
ვისთვის არის სასწავლო კურსი?
კურსზე დარეგისტრირება და სწავლის პროცესში ჩართვა შეუძლია საქართველოს ყველა რეგიონის 15-დან 18 წლამდე მოსწავლეს, რომელთაც სურთ პროგრამირების შესწავლა, იციან ინგლისური საშუალო დონეზე და პითონი საწყის დონეზე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
რეგისტრაციის ვადა: 18:00, კვირა, 16 მაისი, 2021
სილაბუსს იხილავთ ბმულზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დასაწყისი: 2021 წლის 25 მაისი, სამშაბათი, 18:00 საათი
შეხვედრების განრიგი: კვირაში ორჯერ – სამშაბათი, 18:00 სთ., შაბათი, 14:00 სთ.
ადგილმდებარეობა: Zoom-ის ონლაინპლატფორმა
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი