„გააძლიერეთ კავშირი უნივერსიტეტთან“ – ილიაუნის კანცლერის რჩევები პროფესიული განვითარებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ქეთევან დარახველიძის რჩევები პროფესიული განვითარებისთვის.
1. ირწმუნეთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ. ეტაპობრივად იზრუნეთ როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეების გაუმჯობესებაზე.
2. დაისახეთ მიზანი და ჩამოაყალიბეთ რუტინა. მიზანდასახულობა მოითხოვს მოკლე და გრძელვადიანი მიზნების ჩამოყალიბებასა და დისციპლინას.
3. მოსინჯეთ მრავალფეროვანი ინტერესები და გამოიყენეთ შესაძლებლობები. ასე იბადება ახალი იდეები და ძლიერდება მოტივაცია.
4. Carpe Diem – გამოიყენეთ თითოეული დღე და აკეთეთ თუნდაც მცირედი, უწყვეტად.
5. მოითხოვეთ უკუკავშირი თქვენთვის სამაგალითო ადამიანებისგან. დაუკვირდით მათ ქცევებსა და აზრებს, ისწავლეთ მათგან და სთხოვეთ თქვენი პროფესიული განვითარების შეფასება.
6. გააძლიერეთ კავშირი უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტი მთავარია სტუდენტის ცხოვრებაში, ამიტომ სცადეთ ყველანაირი შესაძლებლობა და ექსტრა-კურიკულური აქტივობა.
7. იყავით მტკიცე და გაბედული. აკეთეთ ის, რისიც გეშინიათ. წარმატებას ახლავს მარცხიც, რის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება. საჭიროა კომფორტის ზონის გაფართოება და არა ამ ზონიდან გასვლა.
8. კონცენტრირდით პიროვნული უნარების განვითარებაზე. ყველაზე უფრო ძვირფასია ჰუმანურობა, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება, მოქნილობა და თვითრეფლექსია.
იხილეთ რჩევების ბანერი
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი