გაცვლითი პროგრამა ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (სამხრეთ კორეა) CIU-ს სტუდენტებისთვის
2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (გუონჯუ, ჩონამის პროვინცია, სამხრეთ კორეა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს: ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სწავლის ხანგრძლივობა – 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა – 29 ოქტომბერი, 2023 წელი.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი