GE

გაცვლითი პროგრამა გერმანიაში GRUNI-ს სტუდენტებისათვის

ბადენ-ვიურტემბერგის საკოოპერატივო სახელმწიფო უნივერსიტეტი, (Duale Hochschule Baden-Württemberg Baden-Wuerttemberg Cooperative State University Heidenheim), გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას – მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და გაატარონ ერთი სემესტრი გერმანიაში, ქალაქ ჰაიდენჰაიმში. პროგრამის ფარგლებში მასპინძელ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტები სრულად აღიარებული იქნება საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომელთაც ინგლისური ენის ცოდნის დონე არანაკლებ B2-ს შეესაბამება და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება. ინგლისურ ენაში გასაუბრება დაიგეგმება ინდივიდუალურად.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი სახელი, გვარი, სკოლა, ფაკულტეტი და კურსი 20 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე- [email protected]

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური