GE

გაერომ 9 სექტემბერი განათლების დაცვის საერთაშორისო დღედ გამოახცადა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში მიესალმება ორგანიზაციის ასამბლეის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, 9 სექტემბრის განათლების თავდასხმისგან დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მან იუნესკოსა და იუნისეფს კონფლიქტის ზონებში მცხოვრები მილიონობით ბავშვის რთული მდგომარეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ მოუწოდა. აღნიშნული რეზოლუცია კატარის სახელმწიფომ წარმოადგინა და მას მხარი 62-მა ქვეყანამ დაუჭირა.

„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იბრძვის მსოფლიო საზოგადოება პანდემია COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები, მისი დამანგრველი შედეგების წინაშე მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ. ჩვენ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა უნდა შევძლოთ, სადაც ისინი მომავლისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების ათვისებას შეძლებენ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ანტონიუ გუტერიშის განმარტებით, აღნიშნულმა დღემ 35 ქვეყანაში მცხოვრები, 3-დან 18 წლამდე ასაკის, 75 მილიონი ბავშვისკენ უნდა მიაპყროს ურადღება, ვინაიდან მათ ისედაც რთულ მდგომარეობას, პანდემიის კრიზისიც დაემატა. გენერალური მდივანი ხაზს უსვამს ამ ბავშვების მიერ განათლების მიღების სასიცოცხლო აუცილებლობას.

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ, რომელიც ასამბლეის გადაწყვეტილებას მიესალმა, განაცხადა, რომ სკოლა კონფლიქტისგან და ძალადობისგან თავისუფალ, უსაფრთხო ადგილად უნდა დარჩეს.

„ჩვენი საერთო მომავალი  და განვითარების ყველა სფეროში მიღწეული მიზნები სწორედ ამაზე არის დამოკიდებული. ვინაიდან შეიარაღებული კონფლიქტების დროს სასწავლო დაწესებულებებზე თავდასხმა ხშირად ხდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ განათლების დაცვის საერთაშორისო დღის დაწესება, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ინიციატივისთვის ჩვენ მადლობას ვუხდით კატარსა და რეზოლუციის მხარდამჭერ ყველა წევრ-სახელმწიფოს. პანდემია COVID-19-მა საზოგადოებას საგანმანათელბლო დაწესებულებების რეალური ფასეულობა და ღირებულება დაანახა. ამიტომ, სკოლამ ბავშვის უსაფრთოების დაცვა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა შეძლოს. იუნესკო გამოთქვამს მზადყოფნას, ყველა პარტნიორთან ერად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს  განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფისა და უსაფრთხო სკოლების რეალობად ქცევის საქმეში“.

იუნისეფის აღმასრილებელმა დირექტორმა გენრიეტა ფორემ განაცხადა, რომ სკოლების უსაფრთხოება განსაკუთრებულად უნდა უზრუნველყონ იმ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტური ვითარებაა.

„ვინაიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების კლებასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო პროცესის განახლება იგეგმება, ჩვენ სკოლების უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტები მიმდინარეობს. სკოლებზე თავდასხმა ჰუმანურობისა და პატიოსნების  პრინციპებს არღვევს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსგავსმა ქმედებებმა მთელი თაობის ბავშვების იმედები და ოცნებები დაამსხვრიონ. ჩვენ მადლობას ვუხდით კატარის სახელმწიფოს რეზოლუციის წარდგენისთვის, ვინაიდან მან სკოლების, ბავშვებისა და პედაგოგების უსაფრთხოების დაცვა უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნა

გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სამართლიანი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოებს ეკისრებათ. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საგანგებო მდგომარეობის დროს, ძალისხმევისა და დაფინანსების გაზრდის აუცილებლობა. იუნესკო და იუნისეფი ყოველწლიურად ხელს შეუწყობს განათლების დაცვის საერთაშორისო დღის ჩატარებას.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური