გაეროს ბავშვთა ფონდი მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს COVID-19-ის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მოიპოვონ
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა ინტერნეტ წყაროებში ინფექციის შესახებ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რაც შესაძლებელია როგორც უფროსებისთვის, ასევე მოზარდებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF ) მშობლებს და მასწავლებლებს მოუწოდებს COVID-19-ის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მოიპოვონ.
„ყველა ლაპარაკობს კორონავირუსის დაავადებაზე (COVID-19) და სადაც გაიხედავ, ყველგან ხვდები ინფორმაციას ვირუსზე და თავდაცვის საშუალებებზე. ფაქტების ცოდნა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ იყოთ სათანადოდ მომზადებული და დაიცვათ თავი და თქვენი ახლობლები. სამწუხაროდ, შეხვდებით ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციასაც. ჯანმრთელობის კრიზისული მდგომარეობის დროს გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ადამიანებს ავადობისადმი დაუცველს და მოწყვლადს ხდის და ხელს უწყობს შიშის და სტიგმის გავრცელებას“, – ამბობენ UNICEF-ის საქართველოს ოფისში.
ორგანიზაციის განცხადებით, ის მშობლებს და მასწავლებლებს პანდემიასთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციებს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის.
„დარწმუნდით, რომ ფაქტებს იღებთ სანდო წყაროებიდან, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. გაეროს ბავშთა ფონდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჯანმრთელობის გლობალურ ექსპერტებთან თქვენთვის სწორი ინფორმაციის მოსაწოდებლად. ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ, დაფუძნებულია უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებს. ახალი ინფორმაციის შემოსვლის პარალელურად, ჩვენ კვლავაც მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას, განმარტებებს მშობლებისა და მასწავლებლებისთვის და ცნობებს მედიისთვის“, – აცხადებენ გაეროს ბავშთა ფონდში.
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს