GE

გაეროს გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა

გაეროს გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საჯარო შეხვედრას უმასპინძლა თემაზე: „ქალი ლიდერები ფინტექში“.
ღონისძიება CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძიამ გახსნა, სტუმრებს ასევე მიესალმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი.

შეხვედრაზე ძირითადი მოხსენებებით წარდგნენ – United Payment Georgia-ს ბიზნესის განვითარების და ოპერაციების დირექტორი, იაკო ჯიქია; Lightspeed Digital-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, მარიამ რუსიშვილი და პაშა/რე-ბანკის დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა ალექსიშვილი.

ღონისძიებას მოდერატორობა გაუწია „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ.

შეხვედრაზე განიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსური მომსახურების სფეროში, მათ შორის, ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით. ასევე, ისაუბრეს ამ მიმართულებით, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფინტექ სტარტაპების შესახებ.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორიაში გაიმართა.

შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური