გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვინც უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში საერთაშორისო პროგრამით მიიღეს სრული ზოგადი განათლება, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე გააგრძელონ. გადაწყვეტილება დღეს, 13 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომას, რომელზეც 18 საკითხი იყო წარმოდგენილი, ორი განათლების თემატიკას შეეხებოდა. მიხეილ ჩხენკელმა წარადგინა საკითხები, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე.
დღევანდელი გადაწყვეტილებითვე, მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას.
ასევე, განხილულ იქნა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელონ დამოუკიდებლად, იურიდიული პირის შექმნის გარეშე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის კუთხით.
ასევე იხილეთ:
-
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება სტატუსების მიხედვით – ახალი დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
-
ეს სამუშაოები 2023 წლის აბიტურიენტებს უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეთ – ქართულის სპეციალისტი მომავალ სტუდენტებს მიმართავს by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორისთვის მასწავლებლობის გამოცდილების ვალდებულება კანონით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება