გორის უნივერსიტეტსა და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
2024 წლის 4 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ა(ა)იპ – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი სურმავამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს, საქართველოს ახალგაზრდა თაობის ჩართვას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
შეხვედრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი აქტივობებისა და პროექტების მნიშვნელობას.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ა(ა)იპ – ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც მათ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მოხალისეობის პროგრამის, ორგანიზაციაში გაწევრიანების წესებისა და სასწავლო კურსების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო სტატია Scopus-ის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი