გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტე უნივერსიტეტსა და ლატვიის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტს (EKA) შორის
ალტე უნივერსიტეტსა და ლატვიის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტს (EKA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (EKA) არის თანამედროვე, საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება. უნივერსიტეტი ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, რასაც ადასტურებს U-Multirank-ის რეიტინგებში მოპოვებული მაღალი პოზიციები და 2022 წელს მიღებული BMDA-ის ინოვაციის პრემია.
მემორანდუმის მიზანია აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის ჩამოყალიბება ალტე უნივერსიტეტსა და EKA-ს შორის.
აღნიშნული თანამშრომლობა სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს ისეთ მრავალმხრივ შესაძლებლობებს, როგორებიცაა:
- ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და სხვა აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება;
- ერთობლივი კვლევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება და ბიზნესის ადმინისტრირება;
- ინტერდისციპლინური პროექტების განხორციელება;
- ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა;
- ლაბორატორიული, საბიბლიოთეკო და სხვა ინფრასტრუქტურული რესურსების გაზიარება;
- საერთაშორისო ტრენინგებში, საზაფხულო სკოლებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი