GE

გაფრთხილება სკოლის ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებს – EMIS -ის განცხადება ელექტრონულ ჟურნალზე

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დღეს, 13 ივნისს Მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და ელექტრონული ჟურნალის მომხმარებლებს აფრთხილებს:

“15 ივნისს, სასწავლო წლის ბოლო დღეა! სემესტრის დასრულებიდან, მხოლოდ ორი სამუშაო დღის განმავლობაში გექნებათ ელექტრონული ჟურნალის რედაქტირების შესაძლებლობა. 19 ივნისს, ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დაიხურება, რის შემდეგაც მხოლოდ სემესტრული ქულის რედაქტირება იქნება შესაძლებელი.

ჟურნალის დადასტურების შემდეგ, თქვენ ვეღარ შეძლებთ სემესტრის განმავლობაში, მიმდინარე დასწრების მაჩვენებლისა და შეფასებების ასახვა/ რედაქტირებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული საკითხი და მაქსიმალურად ყურადღებით შეამოწმოთ ასახული მონაცემები”, – ვკითხულობთ EMIS-ის განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა გაეცნოთ შვილის საბოლოო შეფასებებსა და გაცდენებს ელექტრონულ ჟურნალში და რატომ არის მნიშვნელოვანი წითელი ჩარჩო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური