GE

გაიარე ანტრეპრენერული განათლების პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT და გახდი SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი – კონკურსი გამოცხადებულია

თუ კარიერული განვითარება შენთვის პრიორიტეტია, მაშინ ეს უნიკალური შესაძლებლობა სწორედ შენთვის არის.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ღია კონკურსს სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერული განათლების პროგრამაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) (ამერიკა). კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება.

ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის -Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network(GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.

ქსელის მისიაა ინოვაციებზე ორიენტირებული ანტრეპრენერული ცოდნის გაძლიერება და სტუდენტებისთვის განათლების მიცემა. მისი მიზანია MIT-ის გამოცდილი მეთოდების და სქემების გავრცელება და განვითარება, რათა შეიქმნას წარმატების ერთიანი სტანდარტი და გაუმჯობესდეს გლობალური ანტრეპრენერული განათლების ეკოსისტემა.

ვის შეუძლია მიმდინარე კონკურსში მონაწილეობა:

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც SEU-ს აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება.

რას შეისწავლიან MIT-ში კონკურსის მონაწილეები:

„კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის „დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს”, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან „დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას”. ასევე, გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს და პროგრამებს. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ პროგრამაში მონაწილეობის, მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯი“, – განმარტავენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

რა გჭირდებათ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

სააპლიკაციო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:

  • პასპორტის ასლი;
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის (B2/C1) დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასურველია აკადემიურ-საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილება;
  • სტარტაპ ეკოსისტემის ცნობა და მისი განვითარების სურვილი;
  • მაგისტრის ხარისხი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება მიღებული დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.

სარეგისტრაციო ბმული

საბუთების მიღების ვადა: 22 მაისი – 23 ივნისი, 18:00 საათი, 2025 წელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: exchange@seu.edu.ge

ცნობისთვის: MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ის 1861 წელს დაარსდა და QS World University Ranking-ში 2024 წლის მონაცემებით პირველ ადგილს იკავებს უნივერსიტეტების როგორც ზოგად რეიტინგში ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ასევე, წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით ლიდერია მთელს მსოფლიოში. Martin Trust Center for MIT Entrepreneurship კი არის MIT-ის მნიშვნელოვანი ნაწილი სამეწარმეო ნიჭის განვითარებისთვის და ტექნოლოგიური ინოვაციების წარმართვისთვის.

ვიდეო ამავე თემაზე:

გაიგე მეტი და დარეგისტრირდი

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური