გამოცდების ცენტრის გაფრთხილება 2026 წლის აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 5 მაისს, 2026 წლის აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით აფრთხილებს და შეახსენებს, რომ აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს მოუწოდებს, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციისთვის შესაბამისი პროცედურების შესრულება დროულად უზრუნველყონ და სარეგისტრაციო საფასური 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ.
“მოცემულ ვადაში სავალდებულოა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის სარეგისტრაციო საფასურის დაფარვა. აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელი წინაპირობაა, რათა კანდიდატებმა შეძლონ რეგისტრაციის პროცესის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, არ გადადონ პროცესი ბოლო დღემდე და დროულად დაასრულონ რეგისტრაცია. შეგახსენებთ, რომ დადგენილი ვადების ამოწურვის შემდეგ განცხადებების მიღება აღარ გაგრძელდება.”, – წერს NAEC-ი.
ცნობისთვის, რეგისტრაციის პროცესი 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაასრულონ რეგისტრაცია, დააზუსტონ საკუთარი არჩევანი, მათ შორის აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურის საბოლოო შედეგები და რეიტინგული სია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
by აბიტურიენტებისათვის