გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების ზუსტი რიცხვი მეორე ცდაზე დაასახელა – მონაცემები
ინფორმაცია განახლებულია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 26 აგვისტოს 2025 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტების ზუსტი რიცხვი მეორე ცდაზე დაასახელა. თავდაპირველ პრეს-რელიზში გამოცდების ცენტრმა დამრგვალებული რიცხვი დაასახელა. საბოლოო მონაცემით კი, NAEC -ის ცნობით, სტუდენტი 31 704- აბიტურიენტი გახდა, ვულოცავთ მათ.
NAEC-ის მიერ 11:20 საათზე გამოქვეყნებულ მონაცემებს ჩარიცხვების შესახებ უცვლელად გთავაზობთ:
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.
აბიტურიენტის ცნობარი 2025
ე.წ. უფასო ფაკულტეტები უნივერსიტეტების მიხედვით
2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000 – ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 – მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს – დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.
2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება”.
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების ვადები და დეტალური განრიგი – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის – ინსტრუქცია 2025-2026 სასწავლო წლისთვის
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი