გამოცდის შედეგის გასაჩივრება 19 დეკემბრიდან შეგიძლიათ – პრაქტიკოსი მასწავლებლების შედეგები და სწორი პასუხები
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის 2025 წლის (დეკემბრის) საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 2025 წლის 19 დეკემბრის 10:00 საათიდან 2025 წლის 23 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში.
გასაჩივრება შეგიძლიათ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
შემოდგომაზე ორგანიზებული პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მონაწილეებს საკუთარი შედეგის ნახვა უკვე შეუძლიათ ვებგვერდზე: online.naec.ge
სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.
იხილეთ:
-
გამოქვეყნდა პასუხების ფურცლის ნიმუშები 2026 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგნების მიხედვით
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
როგორ დავიბრუნოთ 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა – გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი