GE

გამოქვეყნდა 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარის საბოლოო ვერსია – ცვლილებების ჩამონათვალი

საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით 2026 წლის ცნობარში ცვლილებები შევიდა.

დღეს, 12 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2026 წლის ცნობარის განახლებული, საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა.

იხილეთ: აბიტურიენტის ცნობარი 2026

რა შეიცვალა:

კერძოდ, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2026-2027 სასწავლო წლიდან რიგი მიმართულების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს.

აღნიშნული პროგრამებია:

– აგროინჟინერია – 0120120
– სასურსათო ტექნოლოგია -0120123
– გარემოსდაცვითი ინჟინერია – 0120121
– აგრარული ტექნოლოგიები – 0120125
– სატყეო საქმე – 0120119
– მეცხოველეობა – 0120127
– ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია – 0120122
– აგრონომია – 0120126
– სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია – 0120124
– მევენახეობა და ენოლოგია – 0120118
– ვეტერინარია – 0120130

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს ასევე განახორციელებს შემდეგ პროგრამას:

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია – დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები – 0120128

ცვლილება განხორციელდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთ საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით:

უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი აკრედიტაციით განსაზღვრულ სახელწოდებასთან და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა“ – 0120129.

ცვლილებები სხვა უნივერსიტეტებსაც შეეხო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალციხისა და ახალქალაქის ფილიალებში დაემატა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • 0140117
  • 0140118

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: 0970111

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას იხელმძღვანელონ ცნობარის ბოლო ვერსიაში ასახული ოფიციალური ინფორმაციით და გაითვალისწინონ პროგრამებთან დაკავშირებული განახლებები.

პროგრამების მოძიებას აბიტურიენტები თითოეული პროგრამისთვის მინიჭებული კოდის მეშვეობით შეძლებენ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური