გამოქვეყნდა აბიტურიენტთა გამოცდის შედეგები 4 საგანში – მინიმალური ქულები და შეფასების სქემები
დღეს, 6 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები კიდევ 4 საგანში გამოაქვეყნა. ეს საგნებია: გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და ზოგადი უნარები (სომხურად და აზერბაიჯანულად) საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები კი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.
იხილეთ შედეგები
სწორი პასუხები და შეფასების სქემები
გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, მინიმალური გამსვლელი ქულა – 15.
სამოქალაქო განათლების მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16 .
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა – 18.
ზოგადი უნარების მაქსიმალური ქულაა 80, მინიმალური გამსვლელი ქულა – 25.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება