გამოქვეყნდა ელექტრონული წიგნი სადაც პედაგოგებისათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სასწავლო მასალებია თავმოყრილი
რა არის საჭირო წაკითხულის გააზრებისთვის, წაკითხულის გააზრების სწავლება, პრაქტიკული სასწავლო რეკომენდაციები, – ეს და კიდევ არაერთი პედაგოგებისთვის საინტერესო საკითხი მოხვდა ელექტრონულ წიგნში “PIRLS-ის შედეგების ინტეგრირება საკლასო ცხოვრებაში მსოფლიოს მასშტაბით”, რომელიც ქართულ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია.
სახელმძღვანელო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სასწავლო მასალებს აერთიანებს.
ელექტრონული სახელმძღვანელო: PIRLS-ის შედეგების ინტეგრირება საკლასო ცხოვრებაში მსოფლიოს მასშტაბით
სახელმძღვანელო დაეხმარება მასწავლებლებს პრაქტიკაში დანერგონ ბოლოდროინდელი სამეცნიერო მიდგომები წაკითხულის გააზრების შესახებ. ეს ინფორმაცია წიგნში რჩევებადაა მოცემული და მათი გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაშია შესაძლებელი. წიგნში, რომელიც კითხვის სტრატეგიებს ეძღვნება, მოყვანილია ხუთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მაგალითი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 25 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, წიგნი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. სახელმძღვანელოს ავტორები არიან საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) წარმომადგენლები: მარიან ბრუგინკი; ნიკოლ სუარტი; ანელის ვან დერ ლი; ელიან სიგერსი. სახელმძღვანელო ინგლისურიდან ქართულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ითარგმნა.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება