გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები, მაქსიმალური ქულები და ტესტები – გასაჩივრების წესი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 19 მარტს, 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები, საგნების მიხედვით მაქსიმალური ქულები, ტესტების ნიმუშები და აპელაციის წესი გამოაქვეყნა.
ცენტის განმარტებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგის ნახვა მონაწილეს შეუძლია ვებგვერდზე online.naec.ge ამისათვის მან სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი. საკუთარი მოსწავლეების შედეგების ნახვა ასევე შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 20 მარტის 10:00 საათიდან 21 მარტის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი