გამოქვეყნდა მასწავლებლის საგნის გამოცდების შედეგები 13 საგანში და შეფასების სქემები – გამოცდები 2023
დღეს 11 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შედეგები 14 საგანში და შეფასების სქემები.
ტესტირების შედეგებს შემდეგ საგნებში: მათემატიკა (VII-XII), ისტორია (VII-XII), გეოგრაფია (VII-XII), სამოქალაქო განათლება (VII-XII), ფიზიკა (VII-XII), ქიმია (VII-XII), ბიოლოგია (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, აზერბაიჯანული ენა, ასევე სომხური ენა.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი