გამოქვეყნდა მასწავლებლის სქემისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების კვლევების შედეგები
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 20 დეკემბერს იმ კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა პრეზენტაცია განათლების მინისტრის მონაწილეობით 8 დეკემბერს შედგა.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება. კვლევის მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანობის შეფასება; მისი ძლიერი და გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება, დაინტერესებული მხარეებისათვის არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შეთავაზებით ინფორმირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში 18 ინტერვიუ ჩატარდა. რაოდენობრივი კვლევისთვის მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცედურით 662 სკოლა შეირჩა. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 6814 მასწავლებელმა და 286 დირქტორმა.
დოკუმენტი:
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება
მესამე თაობის სასწავლო გეგმის შეფასება. კვლევის მიზანი: საქართველოში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შედეგებსისა და გამოწვევების მიმოიხილვა.
ცენტრის ინფორმაციით, კვლევა აერთიანებს განათლების სფეროს ექსპერტების, სამივე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შემქმნელების, რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენლების, ესგ-ს დანერგვის მხარდამჭერი ჯგუფების, განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დონორი ორგანიზაციების, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.
დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში ჩატარდა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა. მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები 10000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტ სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.
დოკუმენტი:
მესამე თაობის სასწავლო გეგმის შეფასება
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება