გამოქვეყნდა შედეგები და სწორი პასუხები მასწავლებლის გამოცდების კიდევ 6 საგანში – გამოცდები 2026
დღეს, 12 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შედეგები და შეფასების სქემები კიდევ 6 საგანში გამოაქვეყნა.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
შეედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII)
- ისტორია (VII-XII)
- დაწყებითი (I-IV)
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
- მათემატიკა (I-VI)
- ბუნებისმეტყველება (I-VI)
იხილეთ: შეფასების სქემები/სწორი პასუხები
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.
ასევე იხილეთ:
-
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განისაზღვრა, ვის ეხება ზამთრის პერიოდში საგნის გამოცდის ჩაბარება – დეტალები გამოცდის თავისებურებებზე
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე