რა შემთხვევაში დაუფინანსდება განათლება სტუდენტს, თუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სწავლას აკრედიტებულ უმაღლესში განაგრძობს
სახელმწიფო სასწავლო გრანტით იმ პირთა დაფინანსების მიზნით, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სწავლას გააგრძელებენ საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე), განაცხადების მიღება აგვისტოში დაიწყო და 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე პირს, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე, სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
წარსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აღნიშნული პირის ჩარიცხვას.
გრანტის წლიური ოდენობა და სხვა დეტალები იხილეთ პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება