„თქვენ კიდევ ონლაინ სწავლა და კომპიუტერი გინდოდათ?!“ – რა ფრაზები დაამახსოვრდათ 12 წლის შემდეგ სკოლადამთავრებულებს
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/05/348359085_199025846362675_4224624839350919083_n-458x257.jpg)
19 მაისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ბოლო ზარი დაირეკა. საზეიმო ღონისძიებები და პროგრამა ქვეყნის სკოლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და კურსდამთავრებულთა ამაღლებული განწყობა თანამოქალაქეებისთვისაც გადამდებია.
EDU.ARIS.GE მუხიანში, 175-ე საჯარო სკოლის ეზოში იმყოფებოდა, სადაც დიდი ხალხმრავლობა დაგვხვდა.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, რომლებმაც თეთრი პერანგები მოირგეს, ჩვენთან ხალისით გაიხსენეს ის ფრაზები, რომლებიც 12 წლის მანძილზე, მასწავლებლებისა და მშობლებისგან ყველაზე ხშირად ესმოდათ.
მაშ ასე, 12 წლის განმავლობაში დასამახსოვრებელი ფრაზები:
„გოგოებო, სკოლაში იარეთ, სალონში კი არა!“.
„საატესტატო გამოცდები დაბრუნდება და ნახავთ მერე, ვინ გაიცინებს ბოლოს“.
„თქვენ კიდევ ონლაინ სწავლა და კომპიუტერი გინდოდათ?!“.
„განათლება კიდევ უფრო ალამაზებს ადამიანს“.
„ბავშვებო, არ მესმის კომპიუტერის და მასწავლეთ რას დავაწვე“.
მოსწავლეებმა მშობლების ფრთიანი ფრაზებიც გაგვიმხილეს, რომლებსაც მათი თქმით დედები და მამები მოტივაციის ასამაღლებლად ეუბნებოდნენ.
„იმედია, ტყუილად არ გატარებ რეპეტიტორთან!“.
„თუ კარგად ჩააბარებ, რასაც მეტყვი. იმას გიყიდი. ისეთს ნუ მომთხოვ ოღონდ…“.
„სტუდენტობა უკეთესი გექნება“.
„ნეტავ, მეც შენს ასაკში ვიყო“.
ასევე იხილეთ:
პედაგოგის წერილი ბოლო ზარის დღეს – „ასე მივიღებთ აზრიან მოქალაქეს მოსწავლისგან“
მოამზადა მზეო შველიძემ
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
-
დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება