GE

განათლებაზე საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ნაკლებს ხარჯავს – საქსტატი

საქსტატი 2020 წლის სამომხმარებლო ხარჯების სტატისტიკას აქვეყენებს.

25 მაისს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს განათლება საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების 2 პროცენტს შეადგენდა, რაც ყველა სხვა სახის სამომხმარებლო ხარჯზე დაბალი მაჩვენებელია.

სამომხმარებლო ხარჯები, კატეგორიების მიხედვით, ასე გადანაწილდა: სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე – 42,1%; საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე – 13.7%; ჯანმრთელობის დაცვაზე – 12%; ტრანსპორტზე – 9.8%; ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე – 3.7%; საოჯახო მოხმარების საქონელზე – 3.5%; განათლებაზე – 2%; სხვა სამომხმარებლო ხარჯები – 13,2%.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 9.4 პროცენტით შემცირდა და 1 038.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 7.4 პროცენტით შემცირდა და 303.3 ლარს გაუტოლდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური