GE

„განათლების ბიუჯეტი მხოლოდ მომდევნო წელს 400 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება“ – რამდენი დაიხარჯება ხელფასების ზრდისთვის

2024 წლის საქართველოს ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი უკვე პარლამენტშია და მისი განხილვები უახლოეს დღეებში დაიწყება.

როგორც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, ბიუჯეტის მეორე წარდგენაზე 2024 წლის ბიუჯეტი ჯამში 700 მილიონი ლარით გაიზრდება, რისი წყაროც საგადასახადო შემოსავლებია.

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის თანახმად, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მისი ბიუჯეტი იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი.

“ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. მხოლოდ მომდევნო წელს, განათლების ბიუჯეტი 400 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს თანხები, დამატებით მოძიებული, მიიმართება სკოლების მშენებლობისა და ასევე მასწავლებელთა ხელფასების მატებისათვის, რომლისთვისაც 130 მილიონი ლარი უკვე ბიუჯეტის პირველ წარდგენაზე იყო გათვალისწინებული და დამატებით 30 მილიონი ლარი მიიმართება ხელფასების ზრდისთვის, რაც ჯამში 160 მილიონი ლარია და უკვე ახალი ხელფასების სტრუქტურის შესაბამისად, საშუალო ხელფასი, სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდა იქნება საშუალოდ 500 ლარის ფარგლებში. ბუნებრივია, ეს ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდაა განათლების სექტორში”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ასევე იხილეთ:

„განათლების დაფინანსების 300%-იანი ზრდა გვაქვს“ – რომელი პედაგოგების ხელფასი მოიმატებს 500, 600 ან 700 ლარით

პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური