განათლების კომიტეტი 5 თემატური მოკვლევის ფარგლებში ფინეთის გამოცდილებას გაიზიარებს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა ფინეთის ელჩთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს. პარლამენტის ინფორმაციით, ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე 5 თემატური მოკვლევის ფარგლებში ფინური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიდრე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევები დასრულდება, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივიღოთ ფინური მხარისგან. მომდევნო თვეების განმავლობაში კომუნიკაცია კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კირსტი ნარინენსთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრა კირსტი ნარინენსთან რვა სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში შედგა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის განახლებული სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია – დოკუმენტი
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება