განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატი მარიამ ლაშხი აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატი მარიამ ლაშხი აირჩიეს.
კომიტეტის წევრებს მარიამ ლაშხი თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დღეს, 11 ოქტომბერს წარუდგინა.
„მარიამ ლაშხი პირველივე დღიდან არის კომიტეტის წევრი. პროფესიული განათლების კუთხით მუშაობდა. არის თემატური მომხსენებელი, გახლავთ პროფესორი ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და წლებია აკადემიურ საქმიანობას ეწევა. არის დოქტორანტი და მუშაობს მნიშვნელოვან სადოქტორო ნაშრომზე და ბუნებრივია, მთლიანად კარგად იცნობს განათლების სისტემას და მის პრობლემებს და ის არის და იქნება ღირსეული კანდიდატი ამ ადგილისთვის“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მარიამ ლაშხს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა და მას საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი უკვე შეუწყდა. მის ნაცვლად კი კომიტეტს ახალი წევრი, გრეტა წიწავა შეუერთდა მმართველი პარტიიდან.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება