განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი
გაზრდილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, 24 დეკემბერს დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მიიმართება სხვადასხვა პრიორიტეტებზე, რომელთა შორის არის განათლება: 261 539,9 ათასი ლარით.
როგორც დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 555 მილიონ ლარს მიაღწევს, საკუთარი შემოსავლების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.
მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია 14 მლნ ლარი.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, მიმდინარე და საოპერაციო ხარჯებს შორისაა გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღების სუბსიდია – 218 მლნ ლარი.
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება