GE

განათლების მინისტრი პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნულ დღეს ულოცავს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მასწავლებლებს მასწავლებლის ეროვნულ დღეს ულოცავს.

“27 ოქტომბერი – მასწავლებლის ეროვნული დღეა!

ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მთელი გულით წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!

მადლობა მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. თქვენ ხომ ასე ერთგულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს!

კიდევ ერთხელ, მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და ურყევი მხარდაჭერა. მე ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასებისთვის”, – წერს გიორგი ამილახვარი მილოცვაში.

მასწავლებლის ეროვნულ პრემიას 10 000 ლარის ოდენობით 10 მასწავლებელი მიიღებს – კიდევ რაზე დაიხარჯება მილიონი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დღეს – 27 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური