განათლების მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.
„გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!
დღევანდელ დღეს, უპირველეს ყოვლისა, პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
26 მაისი ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც თავისუფლების იდეალის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. 1918 და 1991 წლების მოვლენები და სწრაფვა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის მაგალითია იმისა, როგორ გავაგრძელოთ მტკიცედ სვლა დემოკრატიული განვითარებისაკენ ცოდნაზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად.
მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისადმი. ფასდაუდებელია მათი თანადგომა და მხარდაჭერა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ მინისტრის მილოცვაში.
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება