განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე 272-დღიანი მინისტრობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ წულაძის განცხადებს სამინისტრო აქვეყნებს:
“დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.
მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.
მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა”.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა
by ARIS.GE-განათლება
-
„მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ ვადა კომპეტენციის დასადასტურებლად – საგნის გამოცდა ზაფხულში და ზამთარში ჩატარდება“ – სამინისტროს გადაწყვეტილება
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო