განათლების მინისტრმა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და პირობები დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და პირობები დაამტკიცა.
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და პირობები განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის მიერ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, ცენტრის მიერ პირების/მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისათვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევის პროცედურას და აწესრიგებს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
სკოლასა და სკოლის გარეთ მუშაობის პრინციპი დეტალურად გაწერილია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც 6 ივნისს გამოქვეყნდა.
ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების სფეროს წარმოადგენს შემდეგი:
– ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის/მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის/მოსწავლისთვის აღნიშნული სტატუსის მოხსნის თაობაზე;
– ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების საფუძველზე პირისთვის/მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო ფორმის/გარემოს და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, კლასის განსაზღვრა;
– რეკომენდაციების შემუშავება სკოლისთვის/მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის წარსადგენად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის/მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციასთან, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის/ინტერვენციის გეგმის/ინდივიდუალური დასწრების განრიგის შედგენასთან, სწავლა-სწავლების სტრატეგიებთან, საჭირო სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების მიღებასთან/სხვა მომსახურებაში გადამისამართებასთან, დამხმარე სპეციალისტთან, დამხმარე საშუალებებთან, გარემოს ადაპტაციასთან, ტრანზიციის ხელშეწყობასთან, და/ან სხვა მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით;
– სპეციალისტის მიერ სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელებაზე პროფესიული ზედამხედველობის გაწევა, რომლის ფარგლებშიც ფასდება სკოლის მიერ ამ სფეროში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა და შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება სკოლისთვის და ცენტრისთვის წარსადგენად;
– პირის/მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ან/და სკოლაში ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობის მიზნით საკონსულტაციო, მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის (დირექცია, მასწავლებელი, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი) და/ან პირისთვის/მოსწავლისთვის, მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და/ან მოსწავლის/პირის განათლებასთან დაკავშირებული სხვა პირებისთვის;
– მოსწავლის საჭიროებების პირველადი მართვის მიზნით სკოლისთვის რეკომენდაციების შემუშავება, როდესაც პირს/მოსწავლეს შეფასების შედეგად არ უდასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, თუმცა, ესაჭიროება გარკვეული მხარდაჭერა სწავლის პროცესში;
– მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისთვის (სამმართველო) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევისას შესაბამისი მიდგომების გამოყენების/პირობების შექმნის თაობაზე;
– საკონსულტაციო მომსახურების გაწევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის საკითხებზე;
– საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მომართვის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და საგრანტო კონკურსის დროს სპეციალური პირობების უზრუნველყოფის თაობაზე;
– პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტებისთვის კანონმდებლობით დამტკიცებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესითა და პირობებით გათვალისწინებული ტესტირების დროს საჭირო სპეციალური პირობების უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციის შემუშავება;
– შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საჯარო სკოლებისთვის პროფესიული დახმარების გაწევა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალისტების შერჩევის პროცესში;
– ინკლუზიური და სპეციალური განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრის/ტრენინგის ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის.
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე