განათლების მინისტრმა მასწავლებლის სახლს უცხოური ენის სერტიფიკატების გამცემების ზედამხედველობა დაავალა და… გადაიფიქრა
2023 წლის 31 მაისს, საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამოსცა შემდეგი სახელწოდებისა და შინაარსის ბრძანება:
,,იურიდიულ პირთა რეესტრში, იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას“
ბრძანებით შესაბამის იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოება და პროცესის მონიტორინგი მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაავალა.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – ბრძანების სრული ვერსია.
EDU.ARIS.GE-მ განათლების სამინისტროსთვის ბრძანებასთან დაკავშირებული კითხვების დასმა ვერ მოასწრო…. მინისტრმა თავისივე ბრძანება ზუსტად 24 საათში გააუქმა.
რაღაცა ისე ვერ წავიდა?
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება