განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს – ზვიად გაბისონიას ბიოგრაფია (+ფოტო)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია დაინიშნა.
უწყების ცნობით, ზვიად გაბისონია სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს წარუდგინა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, ზვიად გაბისონია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.
იხილეთ: ახალი მოადგილის წარდგენის ფოტოები
ზვიად გაბიოსნიას ბიოგრაფიული ცნობები:
დაიბადა 1976 წლის 8 ნოემბერს
განათლება
2001-2003 ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფალულტეტის დოქტორანტურა;
1999-2002 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა;
1994-1999 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.
სხვა საგანმანათლებლო აქტივობები
06.2021- 09.2021- DAAD-ის სტიპენდია-სამეცნიერო სტაჟირება – ინტერნეტ სამართალი და ხელოვნური ინტელექტი – სახელმძღვანელოს მომზადების მიმართულებით/ფრანკფურტის (ოდერი) ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;
07.2017- 09.2017 – DAAD-ის სტიპენდია-სამეცნიერო სტაჟირება – საბანკო სამართლის მე-2 გამოც.- სახელმძღვანელოს მომზადების მიმართულებით/მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;
07.2012- 09.2012 – იურიდიული ფაკულტეტი, DAAD-ის სტიპენდია-სამეცნიერო სტაჟირება საბანკო სამართალში/ მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი;
11.2010-12.2010 – German Foundation of International Legal Cooperation (IRZ)/ სტიპენდია ბიზნეს სამართალში/ ლეგალური პრეცედენტების მეთოდოლოგია/ ბონი, გერმანია;
06.2007-09.2008 – DAAD-ის სტიპენდია, სამეცნიერო სტაჟირება იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო კერძო სამართალში /ჰამბურგის უნივერსიტეტი;
03.2007 – 04.2007 – ამერიკის კონგრესის სტიპენდია ,, USA Open World Program“/ „Rule of Law” USA/ ვაშინგტონ DC/ატლანტა;
06.2005-09.2005 – მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდია-სამეცნიერო სტაჟირება – საერთაშორისო კერძო სამართლის სახელმძღვანელოს მომზადება/ ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი;
04.2001-05.2003 – გაცვლითი პროგრამა დოქტორანტურაში (სადისერტაციო ნაშრომი “საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია”/ ბრემენის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;
07.2000-09.2000 – დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტი. უმაღლესი საფეხური (oberstufe) გერმანულ ენასა და ლიტერატურაში.
პროფესიული გამოცდილება:
2025 – დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2025 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ ციფრული მმართველობის სააგენტოს მრჩეველი ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებში;
2025 – განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში; “განათლების და მეცნიერების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სამუშაო ჯგუფის” თანახელმძღვანელი;
2023 – 2025 USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართალში;
2024 – 2025 – სსიპ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ექსპერტი სამართლის ტექნოლოგიებში;
2021 – 2025 – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში; ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის დირექტორი
2021 – 2025 ევროკავშირის ღია მეცნიერების (European Open Science Cloud (EOSC) მემორანდუმის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე;
2020 – დღემდე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის “ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
2021 – 2023 – საქართველოს მთავრობის საჯარო სამსახურის ბიუროს ექსპერტი ელექტრონულ მმართველობაში;
2021 – 2022 – საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ექსპერტი;
2018 – 2020 – სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
2003 – 2021- სტუ-ს პროფესორი.
პუბლიკაციები:
7 წიგნი და 50 სამეცნიერო პუბლიკაცია (1999-2025).
სამეცნიერო გრანტები:
12 სამეცნიერო გრანტი (2022-2025).
კვლევის სფეროები:
ხელოვნური ინტელექტის სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, საბანკო სამართალი, ინტერნეტ სამართალი, ტექნოლოგიების სამართალი, მეცნიერების მენეჯმენტი.
“ზვიად გაბისონიას საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სამართლის ტექნოლოგიების ექსპერტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის თანამდებობებს და სხვა.
მინისტრის მოადგილე 7 წიგნისა და 50 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია – საერთაშორისო კერძო სამართლის, ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტ სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მმართველობის და სამართლის ტექნოლოგიების სფეროებში”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო