განათლების სამინისტრო: არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს მასწავლებლის პროფესიული განვიტარების სქემაში შესული და გასულ დღეებში გამოქვეყნებული ცვლილების თაობაზე და განმარტავს, რომ ამჯერად, სამინისტროს ინიციატივით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ და მათ კიდევ რამდენჯერმე მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.
სამინისტრო, პედაგოგთა მხარდაჭერის მიზნით, დამატებით ღონისძიებებსაც აანონსებს:
“არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებისთვის დამატებით შეთავაზებული იქნება მოსამზადებელი კურსები, როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავების, ასევე ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების მიმართულებით. ამასთან, ცვლილებების შესაბამისად, ისინი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ დადგენილებით გათვალისწინებული იმ პირობებით, რითაც პრაქტიკოსი მასწავლებლები სარგებლობდნენ”, – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.
გიორგი ამილახვარის უწყება განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების პროცესს, რომელიც ზაფხულში დასრულდება. შეფასების შედეგების საფუძველზე მასწავლებლებს შესაბამისი (წამყვანის ან მენტორის) სტატუსი 2023 წლის 1 სექტემბრამდე მიენიჭებათ.
ამავე თემაზე:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება